1. ფასიანია თუ არა ობიექტების დამატება?
ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ობიექტების მონიშვნა სრულიად უფასოა. ბიზნეს კომპანიებისთვის კი მოქმედებს სიმბოლური წლიური მხარდაჭერა 35 ლარის ოდენობით, რაც სრულად მოხმარდება მოხალისეობრივი სერვისის განვითარებას.
2. ვინ არიან მეგზურები?
ჩვენი მეგზურები არიან ნებაყოფლობით დარეგისტრირებული მოხალისეები, რომლებსაც სურთ დაეხმარონ შშმ პირებს გადაადგილებაში. მათ გავლილი აქვთ შესაბამისი მოსამზადებელი ინსტრუქტაჟი.
3. როგორ დავუკავშირდე მოხალისეს?
რუკაზე სასურველი ობიექტის არჩევისას გამოჩნდება ღილაკი "მოითხოვე მეგზური". შეავსეთ შეხვედრის დრო და ლოკაცია, რის შემდეგაც უახლოეს მოხალისეს ტელეფონზე მიუვა შეტყობინება.